
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის
რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათი ჭიაღისეული ლითონები. ჩვენ ბევრი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმები სტრატეგიული რესურსების განვითარებისთვის, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. პესკოვის თქმით, ეკონომიკური შეთანხმებების დადებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა










