
სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტში იწმინდება, როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ისე შიდა საუბნო გზები. გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი” ახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია,










