
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, დახმარების მოცულობა, შეიძლება, კიდევ გაიზარდოს
სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობა, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ამზადებს, 20 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის დახმარების ზუსტი რაოდენობა, რომელიც მოიცავს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას, ასევე დაფინანსებას, შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ევროპელ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. დახმარება სავარაუდოდ წარდგენილი იქნება ცალკეული წევრი ქვეყნების ერთობლივი წვლილის სახით და არა










