
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები, არ უნდა იყოს უბრალოდ ჩაშლილი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაში
სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სიმძიმის შემცირება და ტექნიკური დანაშაულის დონემდე დაყვანა. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული, სანქცირება დანაშაულისა, არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში თუ სხვა










