
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – მათგან განსხვავებით, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მიმართ ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა, მისთვის მიუღებელია, თუმცა ეს ადამიანები თავად აქეზებენ ძალადობას. ამის შესახებ კალაძემ თბილისის აეროპორტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადად, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით,










