
ევროპარლამენტი არამკითხე დესტრუქციული რეზოლუციით საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევას ცდილობს
დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 63, ხოლო თავი შეიკავა 81-მა. რეზოლუციაში ევროპარლამენტი უთითებს : არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს მმართველი ელიტის ბოიკოტს. აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად










