
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში წარმატებით დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე – მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე, რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების










