
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერი“ – ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის
ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში ეს ინიციატივა ტრამპის გუნდთან შუამავლების მეშვეობით წამოაყენეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაზეც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.










