
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ახლახან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს, ამან დამატებითი მოტივაცია შეგვიქმნა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელევიზია – WAM-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე. „პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო










