
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს მასშტაბით რიგი საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ადმინისტრაციაში სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალებასთან საუბარში წყაროები აღნიშნავენ, რომ დახურვის საფრთხე ემუქრება საკონსულოებს გერმანიასა და საფრანგეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა საკონსულოებისგან ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. NBC News-ის ინფორმაციით, შესაძლო დასახურთა ჩამონათვალშია საკონსულოები ევროპაში,










