
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნების განვითარებაში. “საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,










