
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა, რაც ბევრ საინტერესო სიახლეს მოიტანს
8 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა. მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ სპორტში. „ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1500 მაყურებლისთვის. აქ გაიმართება










