
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
კიტ კელოგი – ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, საჭიროა ეკონომიკური, დიპლომატიური, გარკვეული სახის სამხედრო ზეწოლა და სხვა ბერკეტები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. როგორც ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, კელოგმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ზეწოლის სიმძიმის თვალსაზრისით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათბალიან სკალაზე დაახლოებით სამ ბალზეა“. „ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება, განსაკუთრებით ბოლოს დაწესებული სანქციების.










