
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2025) ასპარეზობისთვის კანადაში გაემგზავრა. სამხედრო პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გააცილეს. მათ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი










