
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მეხანძრე-მაშველები დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებსა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. „გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის ექვსი ადგილი. დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა. აღნიშნულ










