
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სტუ-ის საერთაშორისო










