
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო










