
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.










