
დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის შერჩევა გრძელდება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობისთვის კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. „დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ არსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში,










