
განათლების სამინისტრო – სასწავლო პროცესი შეჩერებულია რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის, სკოლებში, გაცდენილი საათების ანაზღაურებაზე სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით,










