
,,ნაცხროვა” კვლავაც შეეცადა პოლიციის პროვოცირებას და საზოგადოებაში შფოთვის შემოტანას
ორიოდე დღის წინ, თბილისში, დედაქალაქის შემოსასვლელთან, საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. აგრესიული ოპოზიცია და პროტესტანტები ჩვეულად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია და გიორგი უგულავა. არიან დაშავებულები, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიც – პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. აქციის დროს










