
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს. „ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას. ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრმპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“










