
ცნობილი ადვოკატი დიანა გვიშიანი ონლაინ ბულერთა მხილებასა და შეურაცხად კრიმინალთა მიმართ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს
,,GEO NEWS” ცნობილ ადვოკატს, დიანა გვიშიანს აქტუალურ და საინტერესო ორ თემაზე ესაუბრა. პირველი, 21-ე საუკუნის დანაშაულად წოდებულ კიბერბულინგის არსებული ფაქტების საქართველოში ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დადგენის საკითხს მოიცავს. მეორე, ფაქტობრივად, მსოფლიო გამოწვევის ქართულ რეფლექციას წარმოადგენს და შეურაცხადი კრიმინალების ეფექტური სამართლებრივი შეკავების მეთოდებს ეხება. ქალბატონი დიანა, საკუთარი სამართლებრივი პრაქტიკის მოშველიებით, ზემოთ აღნიშნულ ორ თემაზე ვრცლად საუბრობს.










