
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს,










