
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევასთან და საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვთან გამართა. პრემიერ-მინისტრი ასევე, უზბეკეთის ტექნოპარკსა და ელექტროტექნიკის ქარხანას ეწვია, სადაც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ გვირგვინით შეამკო უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის










