
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი – ბაჩიაშვილს აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, შეფასდება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოდან წასვლის საკითხი შესასწავლია, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც შეფასდება და შემდეგ მიიღებენ სამართლებრივი რეაგირების თაობაზე გადაწყვეტილებას. „ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს










