
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა საკანონმდებლო პალატის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე










