
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
დღეს, 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონ ლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპული ნოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალი გვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა. კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედის დღე მიულოცეს










