
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 34 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 34 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები. იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლა.