
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცვლილება 18 კანონში შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა. ცვლილებების მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და










