
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სააგენტოს საქმიანობის, კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები გაეცნენ სამსახურისა და სააგენტოს სტრუქტურას, სპეციფიკას, საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა,










