
ლელა სტურუა : ,,კარგი იქნება თუ იარსებებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარკვეული ტესტირების სისტემა, სანამ ვინმეს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პაციენტებთან მისვლისა – აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი კვალიფიკაცია” !
ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს რუბრიკა ,,ხედვა ფსიქოლოგის პრიზმაში”, რომლის ფარგლებშიც, არაერთ გამორჩეულ ფსიქოლოგთან გვქონდა ინტერვიუ. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ და გამოჩენილ ფსიქოლოგთან, ქალბატონ ლელა სტურუასთან. -ქალბატონო ლელა, რა პრობლემები დომინირებს ქართულ რეალობაში თქვენს პროფესიაში და მათ შორის წყვილების ურთიერთობებში ? -ძირითადი არის შფოთვითი აშლილობები. შფოთვითი მდგომარეობები, ემოციის მართვა. საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს როგორ










