
კახა კალაძე ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისში, ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. რეაბილიტაცია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება. სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი










