
საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შსს-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. „მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა









