
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანული მედია – თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო
თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ ბაზებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში.









