
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა
სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ახალი სასწავლო კურსი – „გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში” ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. გამომსვლელებმა უსაფრთხოების ცვალებად გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან და წარმატებულ გამოცდილებას.









