
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე უნგრეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან, შანდორ პინტერთან, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას, სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის









