
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ნაცაქტივისტების ბაკქანალია, კანონის გამკაცრებით უზრუნველყოს წესრიგი პროცესებზე
დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა. თვეებია, პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას, მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს ვითარება, „კანონის









