
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
თეა წულუკიანი – გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, არის მოცლილი, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ვთავაზობ, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს
გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.









