
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მიმართავს – ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. „რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მივმართე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, სადაც კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. პაპუაშვილი სოციალურ









