
გრუნი – შენი მომავალი იქნება აქ !
24 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ღია კარის დღე გაიმართა ! აბიტურიენტები, სპეციალურად მოწყობილ კარვებში, სასწავლო პროგრამების სპეციფიკას გაეცნენ და სხვადასხვა პრაქტიკულ-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთვნენ. გრუნის თითოეული პროგრამის კიდევ უფრო დეტალურად გასაცნობად, ონლაინ ღია კარის დღეები გრძელდება შემოგვიერთდი, ჩვენთან ერთად იფიქრე მომავალ ნაბიჯზე და აირჩიე, რაც შენ გინდა ! ,,GEO NEWS”









