
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს
თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელები წარმოადგენენ. მადლობის ნიშნად სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ წვევამდელთა ოჯახებს ესტუმრნენ და წვევამდელების მშობლებს მათი შვილის ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი









