
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ზუსტდება ცილისწამების განმარტება, რომლის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის









