
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ვერავის მივცემთ საშუალებას, კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკების რეალიზება ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო რეალიზატორების მიმართ
ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად. „მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც









