
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა










