
მიხეილ სარჯველაძე – თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვი აქვს დაზიანებული, სხვა სასიცოცხლო ორგანოებს არ შეხებია ცეცხლნასროლი ჭრილობა, ყველაფერს აკეთებენ ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს საგარეჯოს კლინიკაში გადაუდებელი ღონისძიებები ჩაუტარდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამატრების აღსადგენად ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა. სარჯველაძის თქმით, ამჟამად თორნიკე რიჟვაძე იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში და საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას. „მოგეხსენებათ, ბატონი თორნიკე გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა










