
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებულები: ვ.დ. და ი.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ










