
გეკა გელაძე ჩაქვში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული










