
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით. კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს,










