
„ჯარის ბანაკი 2025″ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი 2025“ ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოსწავლეებსა და ინსტრუქტორ-სერჟანტებსსიტყვით მიმართა. მან ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო ინსტრუქტორებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით, ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ,










